ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მწეველების რაოდენობა შემცირდა


აშშ-ში მწეველების რაოდენობა შემცირდა

ამერიკის დავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით სულ უფრო ცოტა ამერიკელი ეწევა სიგარეტს.

ამ ცენტრის მონაცემებით 2010 წელს ამერიკელთა 20%, ანუ 45 მილიონი ადამიანი იყო მწეველი, რაც სამი მილიონით ნაკლებია 2005 წლის მონაცემებთან შედარებით.

დავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის დოქტორ ტომას ფრაიდენის განცხადებით დღეს ხალხი უფრო ნაკლებ სიგარეტს ეწევა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

თამბაქოსადმი მიდრეკილების გამო ამერიკაში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება. 20 მილონი კი ამა თუ იმ სნეულებითაა დაავადებული.

მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად 2011 წლის განმავლობაში სიგარეტის წევისგან დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი დაიღუპება.

XS
SM
MD
LG