ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილენიუმის პროგრამა ორ წელში დასრულდება


მსოფლიო ბანკი სიღარიბის დაძლევას რიგ შემთხვევებში ურბანიზაციის საკითხების მოგვარებას უკავშირებს

გაეროს ამბიციური გლობალური მცდელობა - მილენიუმის განვითარების პროგრამა ორ წელიწადში დასრულდება. ეს პროგრამა შემუშავდა იმისთვის რომ, სიღარიბე დაემარცხებინა და განათლების, ჯანდაცვის და გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის შეეწყო ხელი. მსოფლიო ბანკი აცხადებს რომ, ბევრი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესში დიდი დამსახურება აქვს მათ მუშაობას ურბანიზაციის სფეროში. ამგვარი დასკვნა მსოფლიო ბანკის უკანასკნელ 2013 წლის გლობალური მონიტორინგის ანგარიშში აისახა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში საუბარია ქვეყნებზე და რეგიონებზე რომელთაც მილენიუმის განვითარების პროექტში ურბანიზაციის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მაგალითისთვის, ქვეყნებმა მრავალრიცხოვანი დასახლებებით, როგორიც არის აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთი, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით.

სუბ-საჰარის აფრიკაში მოსახლეობის 70% ისევ ცხოვრობს სასოფლო რაიონებში, სიღარიბე ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა იქ.

ციფრები გამოსახავენ ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობას. მსოფლიო ბანკი ამბობს რომ, ქალაქის მონაცემებით ახალშობილთა გარდაცვალება 9%-ით დაბალია, ვიდრე ცენტრალური აზიის და ლათინური ამერიკის სოფლების მონაცემები. შედარებისთვის, სხვაობა საბ-საჰარის აფრიკასთან 21 % შეადგენს.
2013 წლის გლობალური მონიტორინგის ანგარიშის წამყვანი ეკონომისტი ჯოს ვერბეკი ამბობს რომ სწრაფი სოციალური პროგრესისთვის ქალაქში უამრავი მიზეზი არსებობს.

ჯოს ვერბეკი: ურბანული ცენტრებში არის ეკონომიკური აქტივობის, განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის პირობები და შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი აქ ბევრად დაბალია ვიდრე სოფელში. მაგალითად, გლობალური სიღარიბის მაჩვენებელს სოფელში 29,5% უკავია, როდესაც ქალაქში ის მხოლოდ 11.5% შეადგენს. აფრიკაში სიღარიბის მაჩვენებელი 47% ია სოფლად, ხოლო ქალაქში 33%, რაც მაინც მნიშვნელოვანი სხვაობაა.

ასევე ურბანულ დასახლებებში ბევრად უკეთ არის მომსახურების სფერო. მაგალითად, სანიტარული პირობები 80%-ით მოწესრიგებულია ქალაქებში, ხოლო სოფლად მხოლოდ 50%ით. აფრიკის ქალაქებში 40%-ით არის შესაძლებელი საპირფარეშოებით სარგებლობის საშუალება, თუმცა სოფლად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20% -ია.

ვერბეკი ამბობს რომ, ქალაქები ასევე სიმჭიდროვით, ეკონომიკური მასშტაბით იგებენ. ეს აადვილებს სოციალური მომსახურების გაფართოებას, მაგალითად ჯანდაცვის, განათლების, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების საკითხებში.
ის ამბობს რომ, გაცილებით იაფია ქალაქებიდან პერიფერიებში წყალგაყვანილობის და საპირფარეშოების დამონტაჟება, ვიდრე სოფლად ასობით კილომეტრზე.

ვიდრე ურბანიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს ვერბეკი ამბობს რომ ქალაქის უკონტროლო ზრდამ შეიძლება ბარაკების გაშენება გამოიწვიოს. ის ამბობს რომ, მთავრობებმა უნდა იხელმძღვანელონ ქალაქის განვითარების გეგმით, შეიმუშაონ გარკვეული პოლიტიკა მიწის ყიდვა-გაყიდვის გამჭირვალობის მიზნით.

ჯოს ვერბეკი: თუკი არ ხართ რეგისტრირებული როგორც ქალაქის მცხოვრები, ხშირად არ გაქვთ წვდომა ქალაქის სამსახურებთან. სამედიცინო კლინიკაში შეიძლება უარი გეთქვათ მომსახურებაზე, რადგან ვერ წარადგენთ მობინადრის საბუთს. ეს კი არის ძალიან დიდი პრობლემა მათთვის, ვინც ბარაკებში ცხოვრობს.

მეორე საკითხი არის საცხოვრებლის შესახებ არასწორი ინფორმაცია. თუკი აქ არსებობს გაურკვევლობა მიწის მფლობელის თაობაზე, მაშინ საქალაქო სამსახურები არ მოვლენ და არ დაამონტაჟებენ წყალგაყვანილობას ბარაკებში, რადგან არავინ არის დარწმუნებული იმაში, რომ მომავალი წლისთვის ეს ბარაკები ადგილზე ისევ იქნება. მთავრობამ შეიძლება თქვას რომ ბარაკები უნდა დაცალონ, ასეთი ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებში ბოლო დროს არაერთხელ მომხდარა.

ქალაქებშიც და სოფლად, ჯანდაცვის და სოციალური სფეროს გაუმჯობესებისთვის მთავარი ფაქტორი დაფინანსებაა. მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელები ქვეყნებს ნავთობით და მინერალებით ეხმარებიან, რომ მათი გაყიდვით მიღებული შემოსავლით ჯანდაცვის და განათლების სფეროები დააფინანსონ.

მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის გაზაფხულის ბოლო შეხვედრაზე აფრიკის წარმომადგენლები მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ დაეფინანსებინათ უკეთ სოციალური სამსახურები. ზოგიერთი დიდი ქვეყნები მათ ჯანდაცვის და განათლების სფეროების აფინანსებენ, თუმცა ზოგიერთი კერძო და სახელმწიფო დახმარების ერთობლიობას ანიჭებს უპირატესობას.

ჯოს ვერბეკი ამბობს რომ, არსებობს უამრავი გზა რომ დაფინასდეს სოციალური და ჯანდაცვის სფეროები რათა მოხდეს სიღარიბის დაძლევა. მთავარი მისი აზრით არის ის რომ, რესურსები იყოს ხელმისაწვდომი, პირდაპირ ან ირიბად, რომ ღარიბი მოსახლეობისთვის ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი იყოს. ის ამბობს რომ, ეს დაეხმარება მათ, რომ განავითარონ თავიანთი სამუშაო გამოცდილება თუკი ქალაქში გადასვლას გადაწყვეტენ.
XS
SM
MD
LG