ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პირველი ოქროს მედალი პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე


 36 წლის ლინდსი ჯაკობელისი
36 წლის ლინდსი ჯაკობელისი

ოთხშაბათს, შეერთებულმა შტატებმა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქრო მოიპოვა. 36 წლის ლინდსი ჯაკობელისმა ამერიკას ოქრო სნოუბორდით სრიალში მოუტანა.

ჯაკობელისის ოლიმპიური ოქრო დიდწილად მეორე ამერიკელი მოთხილამურის, ოლიმპიადის ფავორიტის მიკელა შიფინის შოკურმა დამარცხებამ განაპირობა. ფინიშამდე რამდენიმე წამით ადრე, შიფინი კურსს ასცდა და გასასვლელს ჩაუარა, რამაც მისი დისკვალიფიკაცია გამოიწვია.

ჯაკობელისი ქალთა შორის სპორტის ამ ხანმოკლე ისტორიის მქონე სახეობაში ტურინის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ დომინირებს, რომელიც 2006 წელს იტალიაში გაიმართა. სლალომში პირველი ადგილი ქალთა შორის სლოვაკმა პეტრა ვლოვამ მოიპოვა.

XS
SM
MD
LG