ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადადებული საშობაო ფრენები და მომატებული ჰოსპიტალიზაცია - ომიკრონი ამერიკაში


ავიაკომპანიები “იუნაითედი” და “დელტა” აცხადებს, რომ თითოეულმა მათგანმა ათობით საშობაო ფრენა გააუქმა. მიზეზი ეკიპაჟისა და სხვა თანამშრომლების, კოვიდ-19-ით ინფიცირებაა.

“იუნაითედმა” ჯამში 120, “დელტამ” კი დაახლოებით 90 რეისი გააუქმა. თუმცა, კომპანიებში ასევე აცხადებენ, რომ მგზავრებს ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით, ომიკრონით ინფიცირების მკვეთრმა ზრდამ გავლენა ჩვენი ეკიპაჟის წევრებზეც მოახდინა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრენის გაუქმება მოგვიწია. თუმცა, მომხმარებლებს ამის შესახებ წინასწარ ვაცნობეთ და მათ აეროპორტებში ლოდინი არ მოუწევთ” - აცხადებს “იუნაითედი”.

დელტა ამბობს, რომ “ყველა შესაძლო რესურსი ამოწურა” იმისთვის, რომ ფრენები არ გაუქმებულიყო. თუმცა, 90-მდე ფრენა მაინც გაუქმდა. მთავარი მიზეზი ომიკრონის გავლენაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ფრენის გაუქმების მიზეზი მოსალოდნელი ცუდი ამინდიცაა.

კოვიდ-19-ის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტი, სწრაფი გავრცელების თვისების ომიკრონი, შტატების საავადმყოფოებს პრობლემებს უქმნის.

ინდიანა, ოჰაიო და მიჩიგანი ბოლო კვირებში უფრო მეტად დაზარალდნენ ვირუსით, ვიდრე სხვა შტატები. აქ საშუალოდ ოთხიდან ერთი საწოლი, კოვიდ-19 ინფიცირებულ პაციენტს აქვს დაკავებული.

“თუ ჰოსპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება და გაგრძელდება, საბოლოოდ რღვევის წერტილს მიაღწევს” - ამბობს 250 ამერიკული საავადმყოფოს მფლობელი ასოციაციის ხელმძღვანელი, ჯოჯ პალმერი.

ჰოსპიტალიზაციის მატება შეინიშნება მიჩიგანშიც. შტატის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გასულ თვეში ჰოსპიტალიზებულთა 76 პროცენტი, კივიდ -19-ის წინააღმდეგ აცრილი არ არის.

მიჩიგანი და ინდიანა იმ ექვს შტატს შორისაა, რომლებზეც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ფედერალური სასწრაფო დახმარების ჯგუფისგან, ამ კვირაში სასწრაფო დახმარებას მიიღებს. მათ შორის, 100-ზე მეტი კლინიკური პერსონალით და პარამედიკით.

ამის საპირისპიროდ, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში ომიკრონით გამოწვეული ინფექციების აფეთქებისა, ნიუ-იორკის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები სტაბილური რჩება. ქალაქის მთავრობის თქმით, ნიუ-იორკელთა 71% სრულად არის აცრილი.

„სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ჩვენი საავადმყოფოები კარგად მუშაობს და ჩვენ ვხედავთ ძალიან განსხვავებულ რეალობას, ვიდრე 2020 წელს ვნახეთ - ბევრად ნაკლები ადამიანია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მადლობა ღმერთს“, - თქვა მერმა ბილ დე ბლასიომ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG