ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა


მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიის შენობაში იმყოფება და მართავს თათბირს. მასთან ერთად იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

გამტაცებლის მიერ გამოცხადებული უტლიმატუმის ვადა ამოწურულია. ამ დრომდე ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაში რჩება 19 მძევალი და გამტაცებელი. შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს.

რა ეტაპზეა სპეცოპერაცია ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას არ ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG