ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირი მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვს


სპეცრაზმი ზუგდიდში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელევიზიებს და მობილური ოპერატორებისგან მოთხოვს შეწყდეს პირდაპირი მაუწყებლობა. განცხადება ცოტა ხნის წინ თბილისში გაკეთდა.

" შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას.

ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება," თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG