ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში უმუშევრობა მომატებს


მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით უმუშევართა რაოდენობა 210 მილიონამდე მომატებს

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, დღესდღეობით მსოფლიოში 200 მილიონი უმუშევარია. ამ შემაშფოთებელი რიცხვის მიუხედავად, უმუშევრობა სავარაუდოდ კვლავ მოიმატებს.

ორგანიზაციის "გლობალური დასაქმების ტენდენციები-2013" უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს, ორწლიანი რეცესიის შედეგად, უმუშევარ ადამიანთა რიცხვმა 4, 2 მილიონით მოიმატა.

ორგანიზაციამ ანგარიში სამშაბათს გამოაქვეყნა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ 39-მა მილიონმა ადამიანმა შრომის ბაზარი დატოვა და უმუშევართა რიგებში აღარ ირიცხებიან.

ექსპერტთა ვარაუდით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით უმუშევართა რაოდენობა 210 მილიონამდე მომატებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შრომის ბაზარი განსაკუთრებით მკაცრია 15-დან 24 წლამდე უმუშევარი ახალგაზრდების მიმართ, რომელთა როადენობამ მსოფლიოში უკვე 74 მილიონს მიაღწია.
XS
SM
MD
LG