ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში უსაფრთხოებას გაერო უზრუნველყოფს


მალიში გაგზავნილი მისია გაერსოს ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში

მალიში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებმა გადაიბარეს. დღემდე ქვეყანაში სტაბილურობის დამყარება აფრიკის კავშირის ძალებს ევალებოდა. მალიში ივლისის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

ორშაბათს გამართულ ცერემონიალზე 6 ათასი აფრიკის კავშირის ჯარისკაცი გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი გახდა. მალიში აფრიკის კავშირის დანაყოფების დისლოცირება 6 თვის წინ მოხდა მას შემდეგ, რაც მალის შეიარაღებულმა ძალებმა დახმარება მოითხოვა ისლამისტ მეამბოხეებთან საბრძოლველად.

გაეროს უშიშროების საბჭომ სამშვიდობო მისიის გაგზავნა ერთი წლის დაამტკიცა. მისიაში 11200 ჯარისკაცი და 1440 საერთაშორისო პოლიციელი შედის. მალიში გაგზავნილი მისია გაერსოს ერთ-ერთი უმსხვილესი მისიაა მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში.
XS
SM
MD
LG