ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როიტერი გაეროს ანგარიშს ავრცელებს


ჩრდილოეთ კორეა სანქციებისგან თავის არიდებას ფულის გათეთრებით და ახალი საბანკო ამგარიშების გახსნით ცდილობს

გაეროს ექსპერტების განცხადებით, ფინანსურმა და სავაჭრო სანქციებმა იარაღზე ემბარგოსთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას დაბრკოლებები შეუქმნა.

გაეროს მიერ გამოცემულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციებმა ვერ აიძულა ჩრდილოეთ კორეა რაკეტების და ბირთვული იარაღის წარმოება შეეწყვიტა, თუმცა პროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო ფონდები შეიკვეცა.

ანგარიშის ავტორთა განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა სანქციებისგან თავის არიდებას ფულის გათეთრებით და ახალი საბანკო ამგარიშების გახსნით ცდილობს.

გაერო ასევე მოუწოდებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, არ მისცეს ჩრდილოეთ კორეას საშუალება, ბირთვული პროგრამისთვის საჭირო ტექნოლოგია შეიძინოს.
XS
SM
MD
LG