ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტების უსაფრთხოების პრობლემა


გაეროს უშიშროების საბჭოზე ჟურნალისტებმა და დიპლომატებმა ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:45 0:00
ბმული

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, იან ელიასონმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტთა უსაფრთხოების პრობლემის მასშტაბებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 600 ჟურნალისტზე მეტი დაიღუპა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რომელსაც საზოგადოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. და დასძინა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, სომალის ტელევიზიის ჟურნალისტს სამსახურიდან სახლში მიმავალს ესროლეს და მოკლეს.

ყოველთვის, როცა ჟურნალისტი ექსტრემისტების, ნარკო-კარტელების, ან სამთავრობო ძალების მსხვერპლი ხდება, ვკარგავთ ადამიანს, რომელიც ხმას დამნაშავეობის წინააღმდეგ იმაღლებს, კონფლიქტის მსხვერპლს, ან უფლებებდაკარგულს ესარჩლება. ყოველი ჟურნალისტის გამო, რომელსაც კლავენ, ან აიძულებენ გაჩუმდეს, საზოგადოებას აკლდება მიმომხილველი, რომელიც ადამიანების უფლებების დასაცავად, მათთვის ღირსების აყრის წინააღმდეგ მიმართავს პროფესიულ ძალისხმევას - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე.

სომალელი რეპორტიორი მუსტაფა ჰაჯი აბდინური მხოლოდ ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ თემაზე იმსჯელა. თავის ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აბდინურმა თქვა, რომ ჟურნალისტებს „მოსიარულე მკვდრებს“ უწოდებენ და მისთვის გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლაც კი საშიშროების შემცველია. თუმცა, ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოზე მომუშავე რეპორტიორმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამის გამო სამსახურზე უარს არასოდეს იტყვის.

როცა ჩემ სახეს თქვენ და დანარჩენ მსოფლიოს ვაჩვენებ, ამით იზრდება შანსი, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მე თავდასხმის სამიზნე გავხდები. მაგრამ ჟურნალისტი ვარ და იმის მიუხედავად, რომ „მოსიარულე მკვდრებს“ გვეძახიან, ახალი ამბების გადაცემას გავაგრძელებ“ - აღნიშნა სომალელმა რეპორტიორმა.

რიჩარდ ენგელმა, ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ უცხოეთის კორესპონდენტმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა ყურადღება ორ საკითხზე გაემახვილებინა. ერთი, იყოს გარანტი სიტყვის თავისუფლების იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც მედიის საშუალებებს იყენებენ და მეორე: დაიცვას პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც ნებისმიერ რისკზე მიდიან, რომ ისეთი ინფორმაცია გადასცენ, რაც თავად უშიშროების საბჭოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, როზმარი დიკარლო მას დაეთანხმა. დიპლომატის თქმით, ჟურნალისტები არიან ელჩებისთვის დამატებითი თვალი და ყური მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

„ვაღიარებთ რა იმ როლს, რომელსაც ჟურნალისტები საზოგადოებისთვის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაში ასრულებენ, ამ საბჭოს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ისინი, ვინც კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას გვაწვდს. მადლობას ვუხდით მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებს, მათ ვინც საკუთარ სიცოცხლეს წირავს სიმართლის დადგენის და უკუნეთში სინათლის სხივის შეტანის საქმეში, რათა ის მთელმა მსოფლიომ დაინახოს. გაეროს უშიშროების საბჭო თქვენს გარეშე საკუთარ მოვალეობას ვერ შეასრულებდა“ - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში.

სხდომაზე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, იან ელიასონმა სამწუხარო ფაქტის შესახებ ისაუბრა. როგორც ირკვევა, ჟურნალისტთა მკვლელობაში დამნაშავე პირთა 90 პროცენტი დაუსჯელი რჩება. „მინიმუმი, რაც ამ დროს დაღუპული ჟურნალისტების პატივსაცემად უნდა გაკეთდეს არის ის, რომ დანაშაული გამოძიებული იყოს და სამართალი მათთვის აღდგენილ იქნას“ - დასძინა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
XS
SM
MD
LG