გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ორშაბათს სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყება სურს, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს თანხმობა იმაზე, თუ ვინ უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში.
სტეფან დე მისტურამ, გაეროს საგანაგებო წარმომადგენელმა სირიაში, გასულ თვეში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დაწყება ჟენევაში 25 იანვარს სურდა.
იდეას 17 სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატები და რუსეთი ეთანხმება, მაგრამ ისინი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რომელი ოპოზიციური ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან.