ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო 4.8 მილიონი სირიელი ლტოლვილის დახმარებას ითხოვს


გაეროს ლტოლვილების სააგენტო მსოფლიო თანამეგობრობას დაახლოებით მილიონნახევარი ყველაზე დაუცველი სირიელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემას სთხოვს. სააგენტო ვენაში გამართულ მინიტერიალს, რომელსაც 90-ზე მეტი ქვეყნის მინისტრები ესწრებიან, სირიელი ლტოლვილებისთვის განსახლების, ან სხვა ჰუმანიტარული პროგრამების მეშვეობით დახმარების აღმოჩენას სთხოვს.

დღეს სირიის მეზობელი ქვეყნები 4.8 მილიონ სირიელ ლტოლვილს იფარებენ. გაეროს ლტოლვილების უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ მისი სააგენტო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 480 ათას ლტოლვილს უზრუნველყოფს თავშესაფრით. მისი თქმით, დანარჩენი დევნილების განსახლების ტვირთი სხვა ქვეყნებმაც უნდა იტვირთონ.

XS
SM
MD
LG