ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო კრიზისი: 68 მილიონი ლტოლვილი ერთ წელიწადში


სირიელი დევნილები თურქეთში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 2017 წელი მთელ მსოფლიოში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობით აღინიშნა. გასულ წელს 68.5 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი ომის, ძალადობის, ან დევნის შიშით.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ სამშაბათს, ჟენევაში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლტოლვილთა დაზუსტებული რაოდენობა 2016 წლის მონაცემებზე თითქმის 3 მილიონით მეტია. იძულებით გადაადგილებულთა უმეტესობა, ორ მესამედზე მეტი, სულ რამდენიმე ღარიბი, ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდანაა. ესენია: ავღანეთი, სირია, სამხრეთ სუდანი და კონგო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG