ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა


აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევებმა უპრეცენდენტოდ მოიმატა - ეს განცხადება გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკეთეს.

„ძალადობა აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ პიკს აღწევს,“ განაცხადა უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მონიტორებმა 2015 წლის აგვისტოს შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებით ყველაზე მეტი შემთხვევა ამ წლის აპრილში აღწერეს.

უშიშროების საბჭოს წევრები მხარეებს მოუწოდებენ დაიცვან მინსკის შეთანხმება, მათ შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

XS
SM
MD
LG