ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ბირთვული იარაღის აკრძალვას ცდილობს


ლოს-ალამოსის ლაბორატორია, სადაც ამერიკამ პირველი ატომური იარაღი შექმნა და გამოსცადა. 1955 წლის ფოტო.
ლოს-ალამოსის ლაბორატორია, სადაც ამერიკამ პირველი ატომური იარაღი შექმნა და გამოსცადა. 1955 წლის ფოტო.

ორშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოლაპარაკება ბირთვული იარაღის აკრძალვის თაობაზე დაიწყო. ქვეყნები, რომელთაც იარაღი უკვე გააჩნიათ, გაეროს ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან. მათ შორისაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კიდევ დაახლოებით 20 სხვა სახელმწიფო.

აკრძალვის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ბირთვული შეიარაღება გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება და გამოყენების შემთხვევაში, კატასტროფის ტოლფასი იქნება. მოლაპარაკების დაწყებას გასულ წელს 120-მა გაეროს წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG