ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა „უნდა გააძლიეროს და გაზარდოს ბირთვული შესაძლებლობები, სანამ მსოფლიო ბირთვულ იარაღზე გონს არ მოეგება.“

არჩეული პრეზიდენტის გუნდი ახლა ცდილობს ამ განცხადებაზე, ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ტრამპს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა იგულისხმა.

დღეს, წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.პუტინის თქმით, შეერთებულ შტატებს რუსეთზე დიდი სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად ამერიკელებს პოტენციურ აგრესორებად არ მიიჩნევს. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი უნდა იყოს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც ნებისმიერ არსებულ თავდაცვით სისტემაში შეაღწევს.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით შეერთებული შტატები და რუსეთი დაახლოებით თანაბარ ბირთვულ არსენალს ფლობენ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG