ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა: აშშ მხარს უჭერს ლიბიელ ხალხს


ბარაკ ობამა: აშშ მხარს უჭერს ლიბიელ ხალხს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ლიბიელ ხალხს „თავისუფალი, დემოკრატიული და აყვავებული“ ლიბიის მშენებლობის გზაზე. ბარაკ ობამამ ეს განცხადება ლიბიის საკითხზე შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც გაეროში დღეს გაიმართა. ჯგუფის მიზანი ლიბიისთვის დახმარების გაწევაა, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მალე დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები. ობამას განცხადებით ლიბია ეს არის „გაკვეთილი“ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მიზანი ერთად დგომით მიიღწევა.

XS
SM
MD
LG