გაეროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ე.წ. „მკვლელი რობოტების“ წარმოებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე დრონებისგან განსხვავებით, „მკვლელი რობოტები“ ადამიანის მართვის გარეშე მუშაობენ. მათ სამიზნის ამორჩევა და თავდასხმა ადამიანის ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად შეუძლიათ. გაეროს სპეციალური გამომძიებელი ამ საკითხში, კრისტოფ ჰეინსი აცხადებს, რომ აღნიშნული რობოტების გამოყენება მრავალ მორალურ და ეთიკურ კითხვებს იწვევს. მისი თქმით, რობოტების შეიარაღებაში შეყვანა არ შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რადგან რობოტებს არ შეუძლიათ სამოქალაქო და მებრძოლი პირების ერთმანეთისგან გარჩევა.
დრონებისგან განსხვავებით, „მკვლელი რობოტები“ ადამიანის მართვის გარეშე მუშაობენ