ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ერაყს და საერთაშორისო კოალიციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედებს, ქალაქ მოსულში საბრძოლო ტაქტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შიშობს, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეშია და გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება.

დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” მიმდინარე ბრძოლების განმავლობაში, 17 თებერვლიდან 22 მარტამდე ქ. მოსულის დასავლეთ ნაწილში 307 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 273 დაიჭრა. გაეროს მონაცემებით, ამაში დამნაშავე ყველა დაპირისპირებული მხარეა. განცხადებაში, რომელიც დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარემ ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა გააკეთა, ნათქვამია, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ბავშვებს, ქალებს და მამაკაცებს “ცოცხალ ფარად” იყენებს, რაც “ადამიანური ღირსების და მორალის ელემენტარულ სტანდარტებსაც კი სცდება”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG