ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ლტოლვილების დასახმარებლად რესურსი არ ჰყოფნის


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ერაყის ქალაქ მოსულში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 10 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა.

ოპერაციაში, რომლის მიზანიც ქალაქიდან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების განდევნაა, ერაყის შეიარაღებული ძალები, ქურთი მებრძოლები, შიიტი და სუნიტი გასამხედროებული დანაყოფები მონაწილეობენ.

გაერომ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მოსულს, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი დატოვებს. გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას კი მხოლოდ 70 ათასი ლტოლვილისთვის შეეძლება დახმარების აღმოჩენა.

XS
SM
MD
LG