ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კახა იმნაძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა


11 ივლისს, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

გუტერეშთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

გენერალურ მდივანს ელჩმა გააცნო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვის პროცესზე, მათ შორის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონო აღმართვის შესახებ.

შეხვედრისას იმნაძემ ხაზი გაუსვა კონფლიქტში გაეროს ჩართულობის მნიშვნელობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG