ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 მაისს, ჟენევაში მდებარე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან,“ რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაა საუბარი.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რეზოლუცია აფიქსირებს სერიოზულ შეშფოთებას მავთულხლართებისა და „სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო არსებულ სიტუაციაზე" და ხაზს უსვამს საზღვრისპირა ორივე რეგიონში ადამიანის უფლებთა მდგომარეობის გაუარესებას, რასაც გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების შემოღება ცხადყობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG