ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნათანიაჰუს გამოსვლა გაეროში


Klinton dhe Netaniahu diskutojnë procesin e paqes në Lindjen e Mesme

ნათანიაჰუმ ირანისგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ისაუბრა

დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას ბირთვული იარაღის მქონე ირანისგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

პრემიერის გამოსვლა ემთხვევა წინასწარ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ ისრაელმა შესაძლებელია ირანის საწინააღმდეგოდ სამხედრო შეტევა განახორციელოს.

ისრაელის ლიდერმა მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადახედოს ირანთან მოლაპარაკებების დროს ღიად დარჩენილ, გადაუჭრელ საკითხებს, რაც მოსალოდნელ სამხედრო შეტევას გაამართლებს. თუმცა ამ მოთხოვნაზე პრეზიდენტმა ობამამ უარი განაცხადა, მაგრამ დაადასტურა, რომ ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას.

ოთხშაბათს, გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისრაელის მთავრობას „არაცივილიზებული სიონისტები“ უწოდა. ისრაელის პრემიერ მინისტრმა აჰმდაინეჯადის ეს მიმართვა ნიუ იორკში ჩამოსვლამდე დაგმო.
XS
SM
MD
LG