ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე


შეერთებული შტატები ირანის პრეზიდენტის სიტყვის ბოიკოტირებას აპირებს

დღეს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოვიდა სიტყვით.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გაფრთხილა ირანი, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები არ დაუშვებენ თეირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლებას.

ბატონი ობამას თქმით, სულ უფრო ცოტა დრო რჩება ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის.

შეერთებული შტატები ირანის პრეზიდენტის სიტყვის ბოიკოტირებას აპირებს. გაეროში ვაშინგტონის წარმომადგენლის ერიკ პელტონის განცხადებით, აჰმადინეჟადი გაეროს ტრიბუნას თავისი პარანოიდული იდეების გასავრცელებლად და ისრაელის გასაკრიტიკებლად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ირანის ლიდერის გამოსვლა იუდეველთა იომ კიფურის დღესასწაულს დაემთხვა. „ასოშეიტედ პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში აჰმადინეჟადმა განაცხდა, რომ შეერთებული შტატების ბატონობას მსოფლიოში სულ მალე ბოლო მოეღება.
XS
SM
MD
LG