ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალების უფლებების ზრდა შიმშილობას შეამცირებს


ONU: Brasil deve provar merecer lugar permanente no Conselho de Segurança

ქალთა უფლებების გაზრდა ნიშნავს მათი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი კვების საკითხებში აცხადებს რომ ქალების უფლებების გაზრდა შეამცირებს შიმშილობას და საკვებით დაუკმაყოფილებლობის პრობლემას მსოფლიოში. მოხსენება ამ თემაზე მან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე ახლახანს წარადგინა. მასში საუბარია იმაზე რომ, ქალთა უფლებების გაზრდა ნიშნავს მათი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.
მოხსენებაში განიხილება ქალთა დისკრიმინაციის საკითხი, რომელიც ქალებს მორალურად ასუსტებს , აიძულებს შეასრულოს მძიმე სამუშაო სახლშიც და გარეთაც. ქალები უარს ამბობენ განათლების მიღების უფლებაზე და საშუალებაზე, რომ უკეთესი სამსახური ნახონ იმისათვის რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი ოლივერ დე შუტერი ამბობს რომ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მდგომარეობა ბოლო პერიოდში უფრო დამძიმდა. გაზრდილია საოჯახო მოვალეობები - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სფეროშიც. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მამაკაცები ახლა უფრო ნაკლებად ასრულებენ მძიმე სამეურნეო სამუშაოს. ქალები უფრო მეტს შრომობენ თუმცა, სამაგიეროდ მოკლებულნი არიან სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებებს.
ოლივერ დე შუტერი ასევე აცხადებს, რომ ქალების მოვალეობაშია ბავშვების და მოხუცების მოვლაც, წყლის და შეშის მოტანა, საკვების მომზადება და კიდევ უამრავი რამ. მაგრამ მათ არ აქვთ კონტროლი ოჯახის ბიუჯეტზე.
„ოლივერ დე შუტერის განცხადებით ქალებს, რომელთაც არ აქვთ უფლება რომ განკარგონ ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით , არ აქვთ იმის შესაძლებლობაც რომ, გააუმჯობესონ შვილების განათლების, ჯანმრთელობის და კვების მდგომარეობა. კვლევის შედეგების მიხედვით იმ ოჯახებში, სადაც გადაწყვეტილებებს ქალები ღებულობენ, 20%- ით არის გაზრდილი ბავშვთა სიცოცხლის გადარჩენის შანსი, ვინაიდან ქალები ბავშვების ინტერესების მიხედვით მოქმედებენ .“
დე შუტერი ამბობს რომ გამოკვლევებმა აჩვენა რომ ქალების განათლება არის ყველაზე კარგი გზა კვების უსაფრთხოების მიღწევის საკითხში. იგი ამბობს რომ ქალების ის კატეგორია რომელთაც განათლება მიიღეს, გვიან ქორწინდებიან, არ ყავთ ბევრი შვილი და უფრო ჯანსაღ გადაწყვეტილებებს ღებულობენ საკუთარი ოჯახებისთვის.
განვითარებად ქვეყნებში ბოლო 25 წლის განმავლობაში 1979 დან 95 წლამდე 43 %-ით შემცირდა შიმშილობა რაც ქალთა განათლების პროგრესის დამსახურებაა.
გაეროს მომხსენებელი აცხადებს რომ, გენდერული თანასწორობისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
„დე შუტერის აზრით , წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ თუკი მამაკაცები მიხვდებიან რომ ტრანსფორმაცია თავადაც უნდა განიცადონ, რომ ისინი არ არიან ამ ტრანსფორმაციის მიერ გადაშენებულნი. მათ თავიდან უნდა განსაზღვრონ საკუთარი და ქალების უფლებები. გაერომ კი ამ რეფორმებს ხელი უნდა შეუწყოს . გამოცდილებამ აჩვენა რომ, მამაკაცების მონაწილეობით ამას უფრო დიდი დრო მიაქვს. ამის მიღწევა რთულია თუმცა დიდხნიანი ეფექტი აქვს “.
გაეროს მომხსენებელი მოუწოდებს რომ კანონმდებლობიდან ამოიღონ ქალების დისკრიმინაციის შემცველი კანონები და პრაქტიკა რომელიც ახდენს პრევენციას რომ ქალებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სამეურნეო საქმიანობაში, ხარჯების და კრედიტების განკარგვაში.
2010 წლის კვებისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოხსენების დასკვნის თანახმად, ქალებს რომ შეძლებოდათ იგივე მწარმოებლურ საშუალებებთან წვდომა როგორც მამაკაცებს, მაგალითისთვის მიწის განოყიერებასთან, მცენარეულ თესლებთან, სამეურნეო იარაღებთან , პესტიციდებთან , მაშინ ეს ხელს შეუწყობდა წარმოების 20-30% ით გაზრდას.
იგი დაჟინებით მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს რომ ქალებს შეუმსუბუქონ ტვირთი და პასუხისმგებლობა საოჯახო საქმეებში და უზრუნველყონ საჯარო მომსახურებით, ისეთი როგორიცაა ბავშვების მოვლა, წყლის მიწოდება და ელექტროენერგია.
XS
SM
MD
LG