ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ექსპერტები რასიზმზე საუბრობენ


რასიზმი, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ამერიკას თავის იდეალებს აშორებს მათ შორისაა თავისუფალი შეკრების უფლება, ამბობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ექსპერტები.

შეერთებულ შტატებში 17-დღიანი ვიზიტისას გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ ქვეყნის რამდენიმე მსხვილი ქალაქი მოინახულა.

„ადამიანებს აქვთ მიზეზი იყვნენ იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულნი,“ განაცხადა კიაიმ.

მისივე განცხადებით, ფაქტების შემსწავლელი კომისიის მისიაში არ შედის რასობრივი საკითხების შესწავლა, თუმცა ამის გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ობამას ადმინისტრაციას განცხადება აქამდე არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG