ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კომისიამ სირიაზე ახალი დასკვნა მოამზადა


ადამიანის უფლებების დაცვის გაეროს კომისია სირიაში ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან უსასტიკეს დანაშაულზე საუბრობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
ბმული

სირიის საკითხებზე მომუშავე კომისია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ომის დანაშაულს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი გამოყენების შემდეგ ახალი აქტუალობა შეიძინა 30 თვის მანძილზე მიმდინარე დაპირისპირების დასრულების აუცილებლობამ. სულ ახლახან, კომისიამ წარმოადგინა სირიაში არსებული დარღვევების შესახებ დასკვნა, რომელიც განსახილველად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წარუდგინა. ლიზა შლეინი ჟენევიდან საბჭოს პალატის მუშაობის შესახებ მოგვითხრობს.

ადამიანის უფლებების შემსწავლელი კომისია იმედოვნებს, რომ ამერიკა-რუსეთის შეთანხმების შედეგად, ოქტომბრის შუა რიცხვებში სირია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდება, რაც იქნება მთავარი იარაღი იმისთვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი გააქტიურდეს.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიება თოთხმეტი თავდასხმის შესახებ გრძელდება, რომლის დროსაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. იგულისხმება 2011 წლის შემდგომი პერიოდი, დაპირისპირების დაწყების დღიდან: ოთხი შემთხვევა, რომელიც მარტში, ხოლო ერთი, რომელიც 2013 წლის აპრილში მოხდა. ისინი ადასტურებენ იმას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები საკმარისი არ არის, ვინაიდან ხელისუფლება მათ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს.


კომისია აღიარებს, რომ 21 აგვისტოს დამასკოს რაიონში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო, რამაც ამერიკის მონაცემებით ათას ოთხასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა კომისიის თავმჯდომარე პაულო პინჩეირო აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანების გარდაცვალების მიზეზი საყოველთაოდ გავრცელებული იარაღის გამოყენება გახდა.


როგორც პინჩეირომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს განუცხადა, ხელისუფლების და ამბოხებულების მხრიდან რამდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა ადამიანების მიმართ უსასტიკეს მოპყრობას. მისი თქმით, გასულ თვეს სამთავრობო სამხედრო ვერტმფრენებიდან ალეპოში მდებარე სკოლაში ცეცხლგამჩენი ბომბები ჩამოყარეს, რამაც რვა სტუდენტი შეიწირა ხოლო ორმოცდაათი პირი კი დაიჭრა.


პაულო პონჩეირო: ბევრი მათგანი არც ფიქრობდა, რომ გადარჩებოდა. თანაც სკოლის სიახლოვეს არც ამბოხებულები არიან დაბანაკებული, არც ოპოზიცია, და არც უკანონო ფორმირებები რომ სამიზნედ ამოეღოთ. ბავშვები სამოქალაქო საზოგადოებაში მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენენ. ისინი თვითნებურად დააპატიმრეს და აწამეს. მათ ასაკით უფროს პატიმრებთან ერთად საკნებში უკანონოდ ამყოფებენ. ხელისუფლებამ მათ გასათავისუფლებად შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას, ან არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადაიყვანოს. მართლმსაჯულება კანონიერი სასამართლო გზით და ბავშვთა უფლებების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.


კომისია სირიის ხელისუფლებას სამედიცინო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმაშიც ადანაშაულებს. ასევე მათი განცხადებით, ხელისუფლება არ უწევს სათანადო სამედიცინო დახმარებას ოპოზიციურ რაიონებში ოპოზიციური ძალების დაჭრილ და ავადმყოფ წარმომადგენლებს. თუმცა კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ სხვადასხვა ოპოზიციური ძალების მხრიდანაც იყო სამედიცინო პერსონალზე და საავადმყოფოებზე თავდასხმის შემთხვევები.


სირიის ელჩი ფეისალ ხაბას ჰამოუი ამბობს, რომ კომისიის დასკვნა გაზვიადებულია და გადაუმოწმებელ ფაქტებს ეყრდნობა. თარჯიმნის მეშვეობით მან განაცხადა, რომ მისმა ხელისუფლებამ კომისიას 250-ზე მეტი დოკუმენტაცია და ინფორმაცია გაუგზავნა, თუმცა მათ ამ მასალებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.


ფეისალ ხაბას ჰამოუი: სამწუხაროა, როდესაც კომისია ამტკიცებს და ასკვნის რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი , როგორც ისინი უწოდებენ მასობრივი მკვლელობების განხორციელების გამო და იმავე დროს თან აცხადებენ, რომ მტკიცებულებები და გარემოებები ამ მასობრივი მკვლელობების გარშემო საკმარისად არ მოეპოვებათ, რომ დამნაშავეებს პასუხი აგებინონ.


პინჩეირო ამბობს, რომ კომისიას არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება იმისთვის, რომ ბაშარ ალ-ასადის საქმე განსახილველად საერთაშორისო ტრიბუნალზე გაგზავნონ. ის აცხადებს, რომ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა, რომ სხვადასხვა დანაშაულებების გამო დამნაშავეებს შესაბამისი პასუხი მოსთხოვოს.
XS
SM
MD
LG