ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელები და ევროპელები რუსებს განსაკუთრებულ სისასტიკეში ადანაშაულებენ


დღეს, უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა, ღრმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რაც რუსებმა კიევის შემოგარენში ჩაიდინეს.

ქალაქი ბუჩა კიევიდან 37 კილომეტრში მედბარეობს. ქალაქის მერი ამბობს, რომ ერთთვიანი ოკუპაციის დროს რუსმა სამხედროებმა 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. იმ დროისთვის, როდესაც ქალაქში უკრაინელი ჯარისკაცები შევიდნენ, ქალაქის ქუჩებში კვლავ ეყარა ქალაქის მცხოვრებთა გვამები.

უკრაინა ამბობს, რომ შაბათს, ქვეყნის სამხედრო შენაერთებმა სრული კონტროლი დაიბრუნეს კიევის ოლქზე, ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რუსეთმა უკან გაიწვია ჯარები, რომელიც კიევის ირგვლივ იბრძოდა და შეტევის მთელი სიმძიმე აღმოსავლეთ უკრაინაზე გადაიტანა. თუმცა, რუსეთს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ კიევის ოლქს მთლიანად ისევ უკრაინელები აკონტროლებენ.

რუსეთი დღემდე უარყოფს, რომ სამოქალაქო პირებს ესხმის თავს. მოსკოვი ამბობეს, რომ რუსულ არმიას არ ჩაუდენია ომის დანაშაული უკრაინაში. მეტიც, სრულმასშტაბიან ომს, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება, კრემლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი მედია კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწემ კვირას განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს გაუპატიურებული და დამწვარი ქალების ცხედრები, ასევე ადგილობრივი ოფიციალური პირების და ბავშვების გვამები. "მოკლულ ადამიანთა გვამებზე წამების ნიშნებია" - უთხრა ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინულ ტელევიზიას.

რუსეთი კომენტარს არ აკეთებს ბუჩაში მომხდართან დაკავშირებით. მიუხედავად ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებისა ქალაქში მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამაზე დუმან.

XS
SM
MD
LG