ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიპლომატიური კონტრაბანდა"  - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სქემა გაშიფრა


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები სატვირთო ავტომობილით უკრაინიდან ევროპაში ძვირფასეულობას და დიდი ოდენობით ფულის გადატანას უკანონოდ ცდილობდნენ.

ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობაც, ვინც სქემაში იყო ჩართული. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს სახელებისა და გვარების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ვიდეოკადრები, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ იქნა გადაღებული, ასახავს დიდი ოდენობით ძვირფასეულობას და სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას. სატვირთო ავტომობილში ძვირფასეულობასთან ერთად თამბაქოც იყო მოთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, დიპლომატიური ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გააჩერეს, ამოღებულ იქნა:

  • 140 000 ამერიკული დოლარი;
  • 67 200 ევრო;
  • 11 600 პოლონური ზლოტი ( 3 060 ამერიკული დოლარი)
  • 16 კილოგრამი ოქრო - (საერთო ღირებულება 530 000 ამერიკული დოლარი)
  • 53 000 ამერიკული დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

მომხდარს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც წერს, რომ ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო.

"უნდა დავანებოთ თავი ისეთ სამარცხვინო მიდგომას, რომელიც გულისხმობს, რომ სახლიდან ნაგავი არ უნდა გავიტანოთ. არა, საჭიროა მისი გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაგავში ვიცხოვრებთ,"- წერს დიმიტრი კულება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG