ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა „ტვიტერს“ კრემლის პროპაგანდის ხელშეწყობაში სდებს ბრალს


ვოლოდომირ იელჩენკო, უკრაინის ელჩი აშშ-ში
ვოლოდომირ იელჩენკო, უკრაინის ელჩი აშშ-ში

უკრაინა „ტვიტერს“ მოუწოდებს, მოხსნას „ლურჯი ნიშანი“ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის სოციალური ქსელის ანგარიშიდან. კიევი სოციალური მედიის გიგანტს, კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში სდებს ბრალს.

„ტვიტერს“ უკვე მიმართა აშშ-ში, უკრაინის ელჩმა. ვოლოდომირ იელჩენკომ კომპანიას, რუსული ანგარიშის დეაქტივაციის მოთხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვაშინგტონში, უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„ყირიმში, რუსული საოკუპაციო ხელისუფლება, შეუძლებელია შეფასდეს როგორც ოფიციალური და ლეგიტიმური“ - წერს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს მოახდინა. მოგვიანებით, კი აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში, სეპარატისტების მხარეს ჩაერთო. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტმა 13 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სადაო ანგარიში სოციალურ ქსელზე, საკუთარ თავს სიმფეროპოლში, რუსეთის საგარეო საქმეა სამინისტროს წარმომადგენლობის „ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშად“ წარადგენს. ანგარიშს დაახლოებით 12 000 მიმდევარი ჰყავს და „ოფიციალურობის დამადასტურებელი“ ლურჯი ნიშანი აქვს.

„ტვიტერი“ ლურჯ ნიშანს, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ანგარიშებს ანიჭებს, რომელთა „ნამდვილობაც“ დასტურდება. გასულ წელს, სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ანგარიშების ოფიციალური იდენტიფიცირების პროცესს და ლურჯი ნიშნის მინიჭების პროტოკოლს გააუმჯობესებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG