ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუდაპეშტში წყალზე მომხდარი ავარიის გამო, უკრაინელ კაპიტანს 5 1/2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


სამშაბათს, საკრუიზო ლაინერის უკრაინელ კაპიტანს, 2019 წელს მომხდარ ავარიაში მისი როლის გამო, უნგრეთში ხუთნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მდინარე დუნაიზე მისი ლაინერი უფრო მცირე ზომის ხომალდს დაეჯახა და ჩაძირა. წყალზე კატასტროფაში 25 სამხრეთ კორეელი ტურისტი და ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში მდინარე დუნაიზე ყველაზე უარესი უბედური შემთხვევის დროს, მცირე ტურისტული ხომალდი სახელად „მერმეიდი“, რომლის ბორტზეც 35 ადამიანი იმყოფებოდა, ბუდაპეშტში, ძლიერი წვიმის დროს, ხიდის ქვეშ საკრუიზო ლაინერის შეჯახებამ ჩაძირა.

განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლემ თქვა, რომ ბრალდებულმა იური კ. გამოიჩინა გულგრილობა, რამაც წყლის ტრანსპორტს საფრთხე შეუქმნა.

უკრაინელმა კაპიტანმა, რომელიც 2019 წლიდან დაკავებულია, სასამართლოს უთხრა, რომ ტრაგედიის გამო „ღრმად სწუხს“.

აშკარად აღელვებულმა კაცმა სასამართლოს უთხრა: „ერთი წუთითაც არ შემიძლია თავი დავაღწიო ამ საშინელი ტრაგედიის მოგონებებს, დაძინება არ შემიძლია და ვფიქრობ, რომ ეს სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან დარჩება“.

კაპიტანი გაამართლეს ბრალდების ერთ ეპიზოდში, დახმარების სავარაუდოდ არ აღმოჩენის თაობაზე.

უბედური შემთხვევის დროს მხოლოდ შვიდი კორეელი მგზავრი გადარჩა.

XS
SM
MD
LG