ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატერი გადატვირთული იყო და მასზე წვეულება მიმდინარეობდა.

მდინარე მოსკოვში კატერის და ბარჟას შეჯახების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, კატერი გადატვირთული იყო და მასზე წვეულება მიმდინარეობდა. ავარია მოსკოვის ლუჟინსკის სტადიონის ახლოს მოხდა.

ქალაქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ნავის კაპიტანიცაა. ავარია სწორედ კაპიტნის უპასუხისმგებლობას ბრალდება, რომელმაც კატერზე დასაშვები მგზავრების რაოდენობაზე მეტი აიყვანა. სამდინარო რეგულირების წესების თანახმად, კატერზე მგზავრების დასაშვები რაოდენობა 12 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს. გადარჩენილი მგზავრების შველა ბარჟას ეკიპაჟმა მოახერხა. გადარჩენილთა შორის არიან თურქეთის ერთი მოქალაქე და ამერიკის საელჩოს ერთი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG