ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სამთავრობო ძალებმა ოპერაცია დაიწყეს


ტურჩინოვმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ სადამსჯელო ოპერაცია ეტაპობრივად და ფრთხილად ტარდებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მან დაიწყო მკაცრი ზომების გატარება იმ პრო-რუსული დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფო შენობები დაიკავეს.

ოლექსანდრ ტურჩინოვმა სამშაბათს კანონმდებლებს უთხრა, რომ სამთავრობო ძალებმა დონეცკის რეგიონში, სადაც პრო-რუსულმა ძალებმა კიევის ულტიმატუმის იგნორირება მოახდინეს, ოპერაცია დაიწყეს. კიევის წინა ულტიმატუმი, უარის შემთხვევაში საპასუხო ქმედების მუქარით, ორშაბათისთვის დანებებას მოითხოვდა.

ბატონმა ტურჩინოვმა კანონმდებლებს უთხრა, რომ სადამსჯელო ოპერაცია ეტაპობრივად და ფრთხილად ტარდებოდა.

პრო-რუსულმა დემონსტრანტებმა გვიან ორშაბათს საკუთარი პოზიციები გაამაგრეს და მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, ახალი ბარიკადები აღმართეს.

აღმოსავლეთ უკრაინაში დემონსტრანტების მხარდაჭერაში, დასავლეთის მთავრობები მოსკოვს სდებენ ბრალს. ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში მოქმედებას გააგრძელებს, მოსკოვს ამისთვის დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს. მან რუსეთის ლიდერს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა და დემონსტრანტები დაკავებული შენობების გათავისუფლებაზე დაიყოლიოს.

ამის საპასუხოდ, ბატონმა პუტინმა ბატონ ობამას მოუწოდა, უკრაინის მთავრობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი ათქმევინოს.
XS
SM
MD
LG