კიევში ანტისამთავრობო მიტინგზე თავმოყრილი მომიტინგეები შინაგანი ჯარების და „ბერკუტის“ ალყაში მოექცნენ. ამის შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტი მეიდანზე დაბანაკებულ დემონსტრანტთა ბანაკიდან იტყობინება. მოედანზე შინაგანი ჯარების მობილიზების შესახებ ცნობას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვიტალი კლიჩკოც ავრცელებს. „ვისაც უკრაინის თავისუფლების გვჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - აცხადებს კლიჩკო და ქალებს და ბავშვებს მოედნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევრომეიდანზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება. ერთ-ერთ ბარიკადზე მდგომი ოპოზიციის ლიდერი, არსენი იაცენიუკი თანამებრძოლებს სთხოვს, არ აყვნენ პროვოკაციებს. მომიტინგეები ვარაუდობენ, რომ შინაგანი ჯარები „ბერკუტთან“ ერთად შტურმისთვის ემზადებიან.