ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირის აქცია მაიდანზე მოცულობით უპრეცედენტოა


A teenager waves a national flag over a crowd of Pro-European Union activists gathered during a rally in the Independence Square in Kyiv, Ukraine, Dec. 8, 2013.
უკრაინელები მასობრივი საპროტესტო გამოსვლისთვის ემზადებიან. მიტინგი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული და მასზე, რუსეთთან ახლო ურთიერთობების დამყარების წინააღმდეგ ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

ასობით ათასი ადამიანი ევროკავშირისა და უკრაინის დროშებს აფრიალებს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე და იანუკოვიჩის მიერ მოსკოვის სასარგებლოდ ევროკავშირის სავაჭრო გარიგებაზე უარს აპროტესტებს.

ქალიშვილისადმი მიწერილ წერილში, უკრაინის ოპოზიციის დაპატიმრებულმა ლიდერმა იულია ტიმოშენკომ თქვა, რომ იანუკოვიჩმა ლეგიტიმაცია დაკარგა როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა. ტიმოშენკომ მისი გადადგომისკენ მოუწოდა.

ევგენია ტიმოშენკო: "პრეზიდენტ იანუკოვიჩს მხოლოდ ერთი ენა ესმის. ეს არის მშვიდობიანი და ძლიერი ზეწოლა. ჩვენ სწორედ ეს [ენა] უნდა გამოვიყენოთ მასთან სასაუბროდ. ჩვენ ის თანამდებობას უნდა ჩამოვაშოროთ."

ცოტა უფრო ადრე, ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებას პრეზიდენტთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართავს თუ პრეზიდენტი ახალ მთავრობას დაასახელებს და ეს მთავრობა კავშირებს გააღრმავებს ევროპასთან.
XS
SM
MD
LG