ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რადამ" პრემიერ მინისტრის გადაყენება ვერ შეძლო


კიევში პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი რევოლუციის მუქარით შეიკრიბა

უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ოპოზიციის მოთხოვნა, პრემიერ მინისტრი მიკოლა აზაროვი და მისი მთავრობა გადაეყენებინა. აზაროვის გადაყენებას მხარი დეპუტატმა არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა რამდენიმედღიანი სამოქალაქო პროტესტი, რაც უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარმა გამოიწვია.

კიევში პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი რევოლუციის მუქარით შეიკრიბა.

პრეზიდენტ იანუკოვიჩმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა.

ამ ფონზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რანკო კრივოკაპიჩმა მოუწოდა უკრაინის მთავრობას, მისცეს საშუალება მოსახლეობას საკუთარი ნება მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს.

კრივოკაპიჩმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა უკრაინაში მომხდარი ძალადობის და ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.
XS
SM
MD
LG