ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდა


ლავროვმა ევროკავშირი უკრაინის შიდა პოლიტიკის უცოდინრობაში დაადანაშაულა

რუსეთმა ევროკავშირი უკრაინის შიდა პოლიტიკის უცოდინრობაში დაადანაშაულა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპულმა ბლოკმა იმ 15 სანქციონირებულთა სია გაავრცელა, რომელიც რუსეთს უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო დაუწესეს.
ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის სანქციები ადგილობრივ ნეო ნაცისტურ ქმედებას აქეზებს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო ქმედებების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

დღეს გამოცხადებული ევროკავშირის სანქციების გარდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის შვიდ ოფიციალურ პირს და 17 კომპანიას ანგარიშები გაუყინა და მათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოზაკი და რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალი ვალერი გერასიმოვი. ამერიკის შეერთებული შტატების სანქციათა სიაში ყირიმში რუსეთის ელჩი, რუსეთის დაცვის სამსახურის უფროსი და რუსეთის უდიდეს ნავთობ კომპანიის პრეზიდენტი შედიან.
XS
SM
MD
LG