ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული ჯარები ყირიმს ტოვებენ


უკრაინის გარდამავალმა მთავრობამ განკარგულება ყირიმიდან ჯარების გაყვანის შესახებ გასცა. მანამდე, ბოლო რამდენიმე დღეში რუსულმა შენაერთებმა სამი სხვადასხვა სამხედრო უწყება დაიკავეს. უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მითითება უკრაინული ძალების შავი ზღვის რეგიონიდან გასვლის შესახებ მიეცა.

დღეს დილით რუსეთმა ყირიმის მახლობლად მდებარე ფეოდოსიის პორტში საზღვაო ბაზის დაკავებისას ავტომატური იარაღი და შოკური მოქმედების ყუმბარები გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით არიან დაჭრილები. 60-დან 80-მდე ადამიანი დატყვევებულია.
XS
SM
MD
LG