ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელები ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლით ისარგებლებენ


გუშინ უკრაინელებმა უვიზო მიმოსვლის პირველი დღე აღნიშნეს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნულს „ქვეყნის რუსეთის იმპერიიდან საბოლოო გასვლა“ უწოდა.

საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, უკრაინელებს, 11 ივნისიდან შეეძლებათ ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ მოკლევადიანი და ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში. ეს კიევის ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა ქვეყანა ჯერ ისევ ებრძვის პრო-რუს სეპარატისტებს აღმოსავლეთ ნაწილში. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 7 უკრაინელი დაიღუპა და 14 დაიჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG