ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შურისძიება თუ ბრძოლა კორუფციასთან


შურისძიება თუ ბრძოლა კორუფციასთან
შურისძიება თუ ბრძოლა კორუფციასთან

ქალბატონი ტიმოშენკოს მხარდამჭერებს საღამოობით თუ შეუძლიათ მისი დანახვა, როცა იგი პოლიციის უსახურ მანქანაში მჯდომი ციხის საკნისაკენ ჩაიქროლებს ხოლმე.

დაახლოებით უკვე ერთი წელია, რაც ტიმოშენკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობა განიცადა. ახლა მისი საქმე სასამართლოსთვისაა გადაცემული. იულია ტიმოშენკოს, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის გადაჭარბება ედება ბრალად, რომლის წინაპირობას, მისი პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს, რუსეთთან გაფორმებული გაზის ხელშეკრულება წარმოადგენს.

სასამრთლო დარბაზის გარეთ გამოსული მისი ყოფილი აპარატის უფროსი მიხაილო ლივინსკი შემდეგს აცხადებს:

დემოკრტაია ტყვეობაშია. ნარინჯისფერ რევოლუციაში წაგებულებმა, ახლა, გამარჯვებულები დაიჭირეს... “

2004 წელს ქალბატონი ტიმოშენკო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც ვიქტორ იანუკოვიჩის დამარცხება შეძლო. თუმცა გასულ წელს, არჩევნებში, ბატონი იანუკოვიჩის პაექრობა ქალბატონ ტიმოშენკოსთან, სწორედ ახლანდელი პრეზიდენტის გამარჯვებით დასრულდა.

ტიმოშენკოს მომხრეები მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლოს ყოფილი პერმიერ-მინისტრის წინააღმდეგ წარსულიდან მომდინარე პოლიტიკური შურისძების ნიმუშად აღიქვამენ. ტიმოშენკოს მხარდამჭერების აზრით, ეს საქმე უკრაინაში დემოკრატიის განვითარებას შეაფერხებს.

30 წლის ოლგა მოლა სკოლის პედაგოგია. იგი ტიმოშენკოს სასამრთლო პროცესის მოწინააღმდეგეთა რიგებშია:

„ტიმოშენკოსთვის დანაშაულის დამამტკიცებელი განაჩენის გამოტანა უკრაინის მიერ კანონის უგულვებელყოფის ტოლფასი იქნება."


მაგრამ პრეზიდენტ იანოკუოვიჩის მომხრეები ამართლებენ ტიმოშენკოს სასამრთლო საქმეს და ამბობენ, რომ ბრძოლა კორუფციის წინააღდეგ ოდესღაც უნდა დაწყებულიყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ოლეგ ვოლოშინი, ცდილობს ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან წამოსულ კრიტიკას გაუმკლავდეს და აცხადებს:

ჩვენ გვთხოვეს არ გაგვესამართლებინა ტიმოშენკო; მანტერესებს რატომ? - რადგან ოპოზიციის ლიდერია? ის ნელსონ მანდელა არ არის, არც მაჰათმა განდი ან თუნდაც მარტინ ლუთერ კინგი. მსგავსი არაფერი აახლოვებს მათთან. ის უკრაინის ინტერესების ღალატშია დადანაშაულებული.“

ვოლოშინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი სასამართლოს არ აკონტროლებს. თუმცა, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ალიონა გეთმანჩუკი აღნიშნავს რომ უკრაინელები თანაგრძნობას დამარცხებულის მიმართ გამოხატავენ. ისინი, როგორც უცხოელები, ამ საკითხს პოლიტიკურად მოტივირებულ შემთხვევად განიხილავენ და პრეზიდენტის მიერ მეტოქის თავიდან ჩამოიცილების მცდელობად აფასებენ. გეთმანჩუკის განცხადებით, ამ ფაქტს შესაძლოა უკუშედეგი მოყჰვეს, კერძოდ- რაც მეტ ხანს დაყოფს ქალბატონი ტიმოშენკო ციხეში, მით მეტად გაიზრდება მისი პოპულარობა.

თუმცა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქალბატონი ტიმოშენკოსათვის პირობითი სასჯელის მინიჭება მას მომავალ წელს საპარლამეტო არჩევნებეში დაეხმარება ან თუნდაც 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დროს.


XS
SM
MD
LG