ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ფულის ნიშანი სამხრეთ აფრიკაში


ახალი ფულის ნიშანი სამხრეთ აფრიკაში

ნელსონ მანდელამ აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო გასულ საუკუნეში 30 წელი პატიმრობაში გაატარა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული ფულის კუპიურები ამიერიდან ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას პორტრეტით დაიბეჭდება.

შეგახსენებთ, რომ ნელსონ მანდელამ აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო გასულ საუკუნეში 30 წელი პატიმრობაში გაატარა.

1994 წელს ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველი დემეოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა.

საზეიმო ცერემონიალს , რომელიც 93 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის საპატივცემულოდ გაიმართა, თავად ნელსონ მანდელა არ ესწრებოდა. ბოლო დროს იგი საზოგადოების წინაშე ნაკლებად გამოდის.

ახალი ფულის კუპიურები ბრუნვაში წლის ბოლომდე შევა.

XS
SM
MD
LG