ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ტიმოშენკო მოინახულა


იულია ტიმოშენკოს სხეულზე სილურჯეები აღენიშნება - აცხადებს უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეში მოინახულა.

ნინა კარპაჩოვას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებამდე ანალოგიური ფაქტების შესახებ მედიას ტიმოშენკოს ადვოკატმაც შეატყობინა. მისი თქმით საავადმყოფოში გადაყვანის პერიოდში პატიმარს დაცვის წევრები სცემდნენ, რის გამოც მას მკლავებზე და მუცელზე სილურჯეები აჩნდა. პროკურორებმა აღიარეს, რომ იულია ტიმოშენკო საავადმყოფოში მისი ნებართვის გარეშე გადაიყვანეს, თუმცა ცემის ფაქტებს ისინი დაბეჯითებით უარყოფენ. პატიმარი ზურგის ტკივილებს უჩივის, მაგრამ უკრაინელ ექიმებს არ ენდობა და უცხოელ სპეციალისტებს ითხოვს.

XS
SM
MD
LG