ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუქრება, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ და სავაჭრო ხელშეკრულებებს დაბლოკავს, იმ შემთხვევაში თუ საპყრობილეში მყოფ ოპოზიციის ლიდერს იულია ტიმოშენკოს არ მიეცემა ადექვატური მკურნალობის საშუალება.
გერმანიის საგარეო სამეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანია ვერ მოახდენს ევროკავშირსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირებას, თუ კიევი ამ დროს კანონის უზენაესობას უგულვებელყოფს. უკრაინისთვის ხელშეკრულება ერთ-ერთი გზაა პოლიტიკურად და ეკონომიკარად უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.

XS
SM
MD
LG