ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს არ დააპატიმრებენ


ტიმოშენკოს არ დააპატიმრებენ
ტიმოშენკოს არ დააპატიმრებენ

ტიმოშენკომ სასამართლო პროცესი დაგმო და მოსამართლეს პრეზიდენტი იანუკოვიჩის თოჯინა უწოდა

პროკურორის მოთხოვნის მიუხედავად უკრაინის სასამართლომ უარი თქვა იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების შესახებ ორდერის გაცემაზე. ყოფილ პრემიერ მინისტრს ბრალად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება.

მოსამართლე როდონ კირიევი დაეთანხმა პროკურატურას იმაში, რომ ტიმოშენკოს მხრიდან სასამართლოს აბუჩად აგდების ფაქტს ჰქონდა ადგილი, რის გამოც პროცესი რამოდენიმეჯერ შეყოვნდა. მაგრამ დაპატიმრება უკიდურესი ზომაა და სასამართლოს წესრიგის აღსადგენად სხვა მეთოდებიც გააჩნია, განაცხადა მან.

იულია ტიმოშენკომ სასამართლო პროცესი დაგმო, როგორც წინასწარ დადგმული ფარსი და მოსამართლეს პრეზიდენტი იანუკოვიჩის თოჯინა უწოდა. უკრაინის ოპოზიციის ლიდერს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდება სახელმწიფოებრივი გარიგების გამო წაუყენეს. 2009 წელს მისი ხელმძღვანელობით რუსეთთან ბუნებრივი აირის ექსპორტის უკრაინისთვის წამგებიან კონტრაქტზე მოეწერა ხელი.

XS
SM
MD
LG