ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა თავდაცვის მაღალჩინოსანი თანამდებობიდან დაითხოვა


რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 2 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი - ტომას ნაკხური. უკრაინის ხელისუფლება იძიებს იარაღის შესყიდვაში სავარაუდო კორუფციის საქმეს.

ტომას ნახკური თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური პოლიტიკისა და იარაღის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას უფლებამოსილება 1 თებერვალს შეუჩერდა, რადგან ის ოფიციალურად დასახელდა ეჭვმიტანილად სისხლის სამართლის საქმეში, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" გავრცელებულ განცხადებაში.

უმეროვმა თანამდებობა გასული წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიკავა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი წინამორბედი რამდენიმე კორუფციული სკანდალის ფონზე დაითხოვა. რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად უმეროვი იმ პირობით დაინიშნა, რომ ის სამინისტროს კორუფციისგან გაწმენდდა, მაშინ როცა სასწორზე იდო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიევში მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) გასულ კვირას განაცხადა, რომ აღმოაჩინა მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების, ასევე ბიზნესმენების ფართო, დანაშაულებრივი სქემა. საუბარია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის გაფლანგვაზე, რომელიც საარტილერიო ჭურვებისთვის წინასწარი გადახდის უზრუნველსაყოფად უნდა გამოყოფილიყო. SBU-მ ეჭვმიტანილების ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ უკრაინულმა მედიამ ერთ-ერთ მათგანად ნახკური დაასახელა. მომხდართან დაკავშირებით ნაკხურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG