ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში დააკავეს რუსი აგენტი დივერსანტი


ორშაბათს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც შავ ზღვაზე ქვეყნის უდიდეს საპორტო ქალაქ ოდესაში თავდასხმებს გეგმავდა.

„მისი მთავარი ამოცანა, დივერსიების და ტერაქტების გზით ოდესის რეგიონში პოლიტიკური ვითარების შერყევა იყო“, განაცხადა უშიშროების სამსახურმა. იქვე განმარტეს, რომ აგენტის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის თავდასხმების შემსრულებლის დაქირავებას ცდილობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, უკრაინის განცხადებაზე კომენტარის თხოვნაზე ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუციათ.

კიევში, ვაშინგტონში და დასავლეთის დედაქალაქებში, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარის თავმოყრის და შესაძლო შეჭრის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს. შეერთებული შტატების და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, კრიზისის დეესკალაციის მიზნით, ორშაბათს ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყეს.

მოსკოვმა თავდასხმების გეგმის არსებობა უარყო და უკრაინას და ნატოს, ბრალი დაძაბულობის გაღვივებაში დასდო. მოსკოვი ალიანსისგან მოითხოვს გარანტიას, რომ კიევს ნატოში არ მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG