ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების 120 დღით გახანგრძლივება სურს


უკრაინა შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის 120 დღით გახანგრძლივების შესახებ, შეთანხმების პირობებს, რომელსაც მან ხელი გასულ წელს მოაწერა, დაიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ, სამშაბათს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა გაავრცელა.

„ჩვენ მკაცრად მივყვებით შეთანხმებას“, განუცხადა სააგენტო "როიტერს" ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს თქმით, შეთანხმება, რომელიც ეხმარება უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი შეძლოს, არსებული პირობებით გაგრძელდა.

გრუშკომ თქვა, რომ გარიგება 60 დღით გახანგრძლივდა. სამშაბათს ცალკე რუსულმა წყარომ თქვა, რომ 60-დღიანი გახანგრძლივება ნიშნავს იმას, რომ 60 დღის შემდეგ ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება გარიგების შეწყვეტის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

თუმცა, უკრაინამ აღნიშნა, რომ ივლისის შეთანხმებაში ნათლად არის ნათქვამი, რომ გახანგრძლივება შესაძლებელია მინიმუმ 120 დღით და თავდაპირველი შეთანხმება უნდა შეიცვალოს, თუ მხარეებს სურთ ვადების შემცირება.

„რუსები მიხვდნენ, რომ 60 დღე ლეგალურად შეუძლებელია, ამიტომ ისინი ცდილობენ გამოსავლის პოვნას“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაეროს და თურქეთის შუამავლობით გასულ ივლისსა და ნოემბერში გაგრძელდა.

ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ მას სურს გარიგების მინიმუმ ერთი წლით გახანძგრძლივება და შეთანხმებაში მიკოლაივის პორტების შეყვანაც.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას თურქეთში გასულ ივლისში მოაწერეს ხელი, უკრაინის პორტებიდან მილიონობით ტონა მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები გაიტანეს ექსპორტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG