ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრო პოროშენკომ კრემლის კრიტიკოსებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა


უკრაინამ ცნობილ რუს ჟურნალისტს, კრემლის კრიტიკოსს და რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს მოქალაქეობა მიანიჭა.

მარია გაიდარს და ვლადიმირ ფედორინს უკრაინული პასპორტები დღეს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ საგანგებო ცერემონიალზე გადასცა.

“თქვენი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანი ჩუმად ვერ იქნება, რომ ადამიანი სინდისის წინაშე მართალი უნდა იყოს,” განაცხადა პოროშენკომ და გაიდარისა და ფედორინის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დამგობი განცხადებები გაიხსენა.

“თქვენი ნეიტრალური პოზიცია, აზრები და ინფორმაცია უკრაინიდან რომლის გავრცელებაც კრემლის პროპაგადის საპირწონედ შეგიძლიათ მილიონობით რუსისთვის ძალიან ღირებულია,” ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარია რუსეთის აწ-გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ეგორ გაიდარის ქალიშვილია. გაიდარს პრემიერ-მინისტრის პოსტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,1992 წელს 6 თვის განმავლობაში ეკავა. გასულ თვეს მარია გაიდარი ოდესის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა, რასაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, რუსეთში ის ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს.

“საერთო მტერი”

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაიდარმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებას მისი ცხოვრების ღირშესანიშნავი გადაწყვეტილება უწოდა:

“აქ ვარ უკრაინისთვის რთულ დროს, რათა გავიზიარო უკრაინელი ხალხის ბედი. ჩვენ საერთო მტერი გვყავს - ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კვლავს რუსეთშიც და აქაც,” განაცხადა გაიდარმა, მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს “მტრის დასამარცხებლად და იმის საჩვენებლად, რომ არსებობს სხვა გზა - თავისუფლების, დემოკრატიის, პატივისცემის, თანამშრომლობის და კარგი სამეზობლო ურთიერთობების გზა.”

გაიდარს რუსეთის რეგიონებში სხვადასხვა სამთავრობო პოზიციები ეკავა და დიდი ხანია ვლადიმირ პუტინის მკაცრი კრიტიკოსია. გავრცელებული ინფორმაციით ის რუსეთდან უკრაინაში წლის დასაწყისში გადასახლდა.

ფედორინი, ცნობილი ჟურნალისტი და ფორბს-უკრაინის ყოფილი მთავარი რედაქტორი უკრაინაში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ურაინის მოქალაქეობის მიღება მანაც ცხოვრებაში ყველაზე ნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის უკრაინას პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავისუფლების შუქურას უწოდებს, “რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გლობალური ოჯახის და თავისუფალი ქვეყნების წევრობის იმედს უჩენს.”

XS
SM
MD
LG