ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის გენერალური პროკურორი გადადგა


დღეს უკრაინის პარლამენტმა ( ან რადამ) გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის, გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შოკინს კორუფციის წინააღმდეგ არაეფექტური ბრძოლისთვის აკრიტიკებდნენ.

შოკინს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით გუშინ ათასობით ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბა.

გასულ თვეს თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილე ვიტალი კასკომ, რომელიც შოკინს კორუფციული საქმეების გამოძიების დაბლოკვაში ადანაშაულებდა.

კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო პრეზიდენტმა პოროშენკომ გადადგომისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკს, თუმცა ის ჯერ-ჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG