ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში კიდევ 17 ადამიანი დაიღუპა


დედაქალაქში განახლებული შეტაკებების ფონზე, პრეზიდენტი იანუკოვიჩი 3 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

თვითმხილველების ცნობით, უკრაინის დედაქალაქში განახლებულ შეტაკებებში, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე დაპირისპირება პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ გამოცხადებული ზავიდან სულ რამდენიმე საათში ისევ გამწვავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ფაქტამდე მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია.

მეიდანზე მიმდინარე დრამატული მოვლენების პარალელურად, კრიზისის დარეგულირების მიზნით, პრეზიდენტ იანუკოვიჩს კიევში ევროპის 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. ბრიუსელში კი ევროკავშირი საგანგებო სხდომას მართავს, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ძალადობაში პასუხისმგებელ ადამიანებზე საერთაშორისო სანქციების დაწესებას განიხილავენ.

კვირის განმავლობაში პოლიციას და ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო ჰოსპიტალიზირებულია 300 ადამიანი. მათ შორის 88 პოლიციელი, 6 ჟურნალისტი და 1 პარლამენტის წევრია.
XS
SM
MD
LG